საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

პაციენტები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

როგორც ცნობილია, პაციენტებს იტალიასთან ჰქონდათ კონტაქტი.

stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები