მარინა ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 39 პაციენტი იმყოფება, კორონავირუსის დიაგნოსტირების მიზნით, ანალიზი დღეს 9 ადამიანს ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება.

მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა 9 პაციენტს ჩაუტარდება.

„დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა. ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები