ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებამ უნდა დაარეგისტრიროს საკონსტიტუციო ცვლილება

„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელის, ზურაბ ქადაგიძის შეფასებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გარეშე უნდა დაარეგისტრიროს საკონსტიტუციო ცვლილება.
მისი თქმით, ვაჭრობა სირცხვილი არ არის, როდესაც პატიოსნად მოპოვებულს პატიოსნადვე ასხვისებ ან პირიქით.
„ვაჭრობა სირცხვილი არ არის, როდესაც პატიოსნად მოპოვებულს პატიოსნადვე ასხვისებ ან პირიქით. სირცხვილია სპეკულაცია, როცა არაკანონიერად მოპოვებულს უფრო მეტი მოგების მიზნით ჰყიდი. ჰოდა, რომ გამოდის ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ამბობს – 110/40-ზე არ გვინდა 130/20- ზე კიდე შესაძლებელია ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ადგილების რაოდენობით არ ვვაჭრობთ!- მართალია ბატონებო მაგას სპეკულიანტობა ჰქვია, როცა 10% გეკუთვნის და მაქინაციებით ცდილობ 40% მიიღო. ამიტომ ზედმეტი “მრგვალი მაგიდების” და მოლაპარაკებების გარეშე ხელისუფლებამ უნდა დაარეგისტრიროს საკონსტიტუციო ცვლილება პირობითად 100/50-ზე, 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, 0 ან 1 %-იანი ბარიერით და დასრულდება ეს პოლიტიკური ქორვაჭრობა”, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები