ეკატერინე ტიკარაძე: საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თუ საჭიროება იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები გახანგრძლივდება.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდება.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ 2 მარტიდან 16 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოაცხადა. ამასთან, სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში.