საქართველოს ელჩმა ლატვიელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა

ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციამ ლატვიელ ბიზნესმენებთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის  შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონფედერაციის გენერალური დირექტორი – ლიგა მენგელსონე, ლატვია-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თანათავმჯდომარე ლატვიის მხრიდან – იმანტს კანაშკა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესპროექტების განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე ეკონომიკური მიმართულებით, ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღინიშნა, რომ საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ლატვიელი ინვესტორებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები