დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასულ წელს 4.3 %-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
2019 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 405 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 86 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 048 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 71 ლარით).