ზურაბ ქადაგიძე – ქართული პოლიტიკის ტრაგედია და ფარსი

ა/ო „ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი” ზურაბ ქადაგიძე ქართული პოლიტიკის ტრაგედიასა და ფარსზე საუბრობს.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ფარსი ზოგადად, ოპოზიციური გაერთიანებაა, რადგან „ნაცმოძრაობა” ყველა სხვა სუბიექტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს.

„ქართული პოლიტიკის ტრაგედია არის, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ძალად, ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი საზოგადოება ითვლება, რატომ? იმიტომ რომ:

„ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი „მთავარი არხის” მიერ დაკვეთილი კვლევითაც კი, 30-მდე ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ 3 შეძლებს ბარიერის გადალახვას, ანუ მათ საზოგადოების ნდობის დეფიციტი აქვთ.

ტრაგედიაა ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების ხელით (განცხადებებს ვგულისხმობ) ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ დასავლეთში ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და მხოლოდ მათ შეუძლიათ, დაკარგული რეპუტაციის აღდგენა.

ტრაგედიაა ის, რომ ამ ვითომ ერთობაში, მიშა, “ნაცები” და “ევრონაცები” დირიჟორობენ, პოლიტიკა დღემდე ვერ გათავისუფლდა მიშიზმისგან.

ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ პოლიტიკაში, სადაც თითოეული სუბიექტი თუ პარტია იდეოლოგიურ, ეროვნულ, სახელმწიფოებრივი პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს, ვხედავთ, უპრინციპო, ფასადურ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც გაურკვეველი კოალიციის სახელით, ბუნდოვანს ტოვებს ქვეყნის მომავალს.

ქართული პოლიტიკის ფარსია, როდესაც: 1. „პრადვინუტი” “ნაცები”, ანუ “ევრონაცები” და “ნაცმოძრაობა” თითქოს სხვადასხვა ჯგუფია, ახლა როდესაც მაჟორიტარების დასახელების დრო მოვიდა, კანდიდატების უმრავლესობა სწორედ ამ ორი ჯგუფიდან დასახელდა.

2. ყველაზე დიდი ფარსი კი, ზოგადად, ოპოზიციური გაერთიანებაა, რადგან „ნაცმოძრაობა” ყველა სხვა სუბიექტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს და ამას ოპოზიციური ერთობის სახელით ფუთავს”, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები