მიხეილ სააკაშვილი: როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება
“როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ერთ მაგიდასთან კაცურად დაჯდომა, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომელსაც თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ზვიად კუპრავა ესწრებოდნენ.
სააკაშვილმა შტაბის შექმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის მომავლის გეგმების დალაგების შტაბი.
„ეს არის მომავლის გეგმების დალაგების შტაბი. ეს არის, ასევე, შერიგების პლატფორმა. როგორც თქვენ და მე გუბაზ შევძელით კაცურად დაჯდომა ერთ მაგიდასთან, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ეს მხოლოდ მეტყველებს თქვენზე, როგორც პატრიოტსა და ქართველზე, ზუსტად ასევე ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ძველი ქიშპობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევასა და მომავალზე კონცენტრირებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.