ემანუელ მაკრონმა, კორონავირუსის გამო, ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, COVID-19-ის ეპიდემიის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. Paris Match-ის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრებისას ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მუშავდება ზომების მთელი კომპლექსი კორონავირუსის გავრცელების გამო.

ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმაც, ოლივიერ ვერანმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 93.158 ადამიანია ინფიცირებული, დარუპულთა რიცხვი კი 3.198-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 50 690 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები