ლატვიაში Yandex.Taxi-ის მობილური აპლიკაცია დაბლოკეს

ლატვიის ავტოსატრანსპორტო დირექციამ გადაწყვიტა, დაბლოკოს Yandex.Taxi-ის მობილური აპლიკაცია, რადგან არც საიტი taxi.yandex.lv, არც საკუთრივ აპლიკაცია არაა დარეგისტრირებული ქვეყანაში.

ამის მიუხედავად, კომპანია აგრძელებს მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევას.

კანონის თანახმად, რომელიც 22 იანვარს ამოქმედდა, ყველა კომპანია, რომელიც ტაქსით მომსახურებას სთავაზობს, ვალდებულია, დარეგისტრირდეს ლატვიის საავტომობილო დირექციაში. Yandex. Taxi-ს ეს არ გაუკეთებია.
საავტომობილო დირექციაში აღნიშნეს, რომ დარეგისტრირების შემდეგ Yandex.Taxi მუშაობის განახლებას შეძლებს.

უშუალოდ Yandex.Taxi-ში კი განაცხადეს, რომ მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ, ამჟამად, მიმდინარეობს რეგისტრაციის გავლის პროცესი და ამ საკითხს ის მთავრობასთან გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები