თენგიზ ცერცვაძე: პრემიერისგან მივიღეთ დაპირება, რომ ინფექციური საავადმყოფო წლის ბოლომდე ახალ შენობაში გადავა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრისგან, გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღო, რომლის მიხედვითაც ინფექციური საავადმყოფო წლის ბოლომდე ახალ შენობაში გადავა.
მისივე თქმით, საავადმყოფოს შენობის გარემონტება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ტერიტორია „ავერსი ფარმას“ კერძო საკუთრებაშია.
“ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი დაჟინებული, მუხლმოდრეკილი თხოვნის მიუხედავად, კატეგორიულად გვიკრძალავს ნებისმიერი სამუშაოს გაკეთებას, გადაუდებელისაც კი. იმ კადრებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შენობასთან დაკავშირებით გავრცელდა, ჩვენ არ უარვყოფთ, პირიქით, მსგავს კადრებს ჩვენ თვითონ ვიღებდით ხოლმე და ვუგზავნიდით „ავერსს“, სამინისტროს და ა.შ, რომ გარემონტების ნება მოეცათ.
საქმეში ჩაერია ბატონი გახარია, რომელიც 30 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს შეგვხვდა, ამ წლის ბოლომდე მოხერხდება ჩვენი გადაყვანა ახალ შენობაში”, – განაცხადა ცერცვაძემ.