იანვარში კომერციულმა ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება შეამცირეს

2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 74.2 მლნ ლარით შემცირდა და 31.49 მლრდ ლარს გაუტოლდა. სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.4 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 15.0 პროცენტი იყო. სები-ის განმარტებით, საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კლებამ. საკრედიტო პორტფელის 88.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 57.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.1 პროცენტს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები