ვლადიმერ ბოჟაძე: თუ როგორ უყვართ “ნაცებს” მაჟორიტარული სისტემა, შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით

“ის, თუ როგორ უყვართ “ნაცებს” მაჟორიტარული სისტემა შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით ,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე წერს და იმ ვიდეოებს ეხმიანება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარულ სისტემას იცავენ.

ბოჟაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.

,,ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, არ შედგეს მოლაპარაკება, დარჩეს არსებული შერეული სისტემა 77/73, ამით დაიტოვოს არსებული სისტემის უსამართლობაზე, არალეგიტიმურობაზე სასაუბრო როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში, რაც შეიძლება გახდეს სახალხო მღელვარების, არეულობის და სავარაუდო რევოლუციური სცენარის მიზეზი. რევოლუციის მცდელობას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ის, თუ როგორ უყვართ “ნაცებს” მაჟორიტარული სისტემა შეგიძლიათ იხილოთ მათივე არგუმენტებით “,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები