ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კორონოვირუსის პრევენციის კუთხით ქართული მხარის, ძალისხმევას მაღალ შეფასებას აძლევენ

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყენაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მათ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წვლილი აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებულად აღნიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები