ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციის ლიდერები, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, თავგამოდებით იცავდნენ შერეულ საარჩევნო სისტემას (ვიდეო)

“ოპოზიციის ლიდერები, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თავგამოდებით იცავდნენ შერეულ საარჩევნო სისტემას და ამის დამადასტურებელი ვიდეოები ბლომად დევს youtube-ში”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასე შორს ვერ წავლენ, ხალხი ხედავს მათ არათანიმდევრულობას.

“იურისტი და კონსტიტუციონალისტი არ ვარ და მართალი გითხრათ, არ მიდევნებია თვალი კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისათვის, თუმცა ვიცი, რომ სწორედ ოპოზიციის გამოი მოხდა ის, რომ 2020 წელს არჩევნები ტარდება ისევ შერეული სისტემით. სწორედ ოპოზიციამ შეუშალა ხელი კონსტიტუციაში ამის ჩაწერას და მხოლოდ 2024 წელს იქნება შესაძლებელი სრულიად პროპორციული არჩევნების ჩატარება.

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თავგამოდებით იცავდნენ შერეულ საარჩევნო სისტემას და ამის დამადასტურებელი ვიდეოები ბლომად დევს youtube-ში.

ხოდა, ეხლა რასაც მოითხოვენ და ვერ იღებენ, მხოლოდ თავიანთ თავს დააბრალონ. ასე შორს ვერ წავლენ, ხალხი ხედავს მათ არათანიმდევრულობას.

დღეს დილიდან რასაც საუბრობენ, საერთოდ გასულია ლოგიკის ჩარჩოებიდან”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები