თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, მესამეს მცირე სიმპტომები აქვს, მაგრამ განიხილება, როგორც მსუბუქი შემთხვევა
ამჟამად 24 პაციენტი წევს კლინიკაში, მათ შორის სამი ინფიცირებული. ორი მათგანის მდგომარეობა კარგია, ერთ-ერთს, ახალგაზრდა ქალბატონს დღეს აქვს მცირე სიმპტომები, მშრალი ხველა, ტემპერატურა 37,3, მაგრამ ეს განიხილება როგორც მსუბუქი შემთხვევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“ამჟამად 24 პაციენტი წევს კლინიკაში, მათ შორის სამი ინფიცირებული. ორი მათგანის მდგომარეობა კარგია, მათ არც ტემპერატურა და არც რაიმე ჩივილი არ აღენიშნებათ. ერთ-ერთს, ახალგაზრდა ქალბატონს ჰქონდა მცირე სიმპტომები შემოსვლისას, ტემპერატურის მატება 37,3- 37,4-ზე, შემდეგ უკეთ იყო, დღეს აქვს მცირე სიმპტომები, მშრალი ხველა, ტემპერატურა 37,3, მაგრამ ეს განიხილება როგორც მსუბუქი შემთხვევა და ჯერჯერობით არანაირ შეშფოთებას არ იწვევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, გაგვიმართლა ჩვენც და მასაც, რომ საქმე გვაქვს მსუბუქ და არა მძიმე შემთხვევასთან”, – განაცხადა ცერცვაძემ.