ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, ყველა პაციენტს გავლილი აქვს ტესტი კორონავირუსზე და ყველა მათგანი უარყოფითია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოდან დაკვირვებისთვის გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პაციენტს გავლილი აქვს ტესტი კორონავირუსზე და ყველა მათგანი უარყოფითია.
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოდან შემდგომი დაკვირვებისთვის გადმოიყვანეს. ყველა პაციენტს გავლილი აქვს ტესტი კორონავირუსზე და ყველა მათგანი უარყოფითია. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ გვყავს მძიმე პაციენტები, თუმცა ისინი წესისამებრ იზოლირებულები არიან. მხოლოდ 4 მათგანს აღენიშნებოდა ცხელება 37-37.2, დანარჩენებს ცხელება არ ჰქონიათ. ახლა ველოდებით ინფექციონისტებს, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობას შეამოწმებენ და გვეტყვიან ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა გაეწეროს,” – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები