“საქართველოს ბანკი”: კორონა ვირუსით ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელია

საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი და პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები ხორციელდება.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონა ვირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

​მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები