ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში ან სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში ან სკოლებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით. ვიძლევით მხოლოდ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები. მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან მიმართებაში, ეს დაუშვებელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები