ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

წუხელ, ზვიად კუპრავას გლდანში, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. თავდასხმა გუშინ, დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები