სოფო კილაძე: ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა “ბავშვის უფლებათა კოდექსის” სახით ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი მიიღო

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დეტალურად გაეცნენ იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელსაც ფრანგული მხარე ბავშვთა ზრუნვის მხრივ ახორციელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით: „ჩვენი ევროპელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა “ბავშვის უფლებათა კოდექსის” სახით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი, ახლა მთავარია ევროპული გამოცდილების გაზიარებით მისი ჯეროვანი იმპლემენტაცია განვახორციელოთ და მაქსიმალურად გავეცნოთ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის ევროპულ მოდელს, რათა 1 ივნისს, კოდექსის ამოქმედებას, ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაეროს ბავშვთა ფონდს და საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, მათი მხარდაჭერით შედგა ეს ვიზიტი”.

​საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები არიან სამუშაო ვიზიტს დღეს ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები