დავით ზალკალიანი: ამ მომენტში, ჩვენ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას არ განვიხილავთ

ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ მოხდეს კორონავირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მომენტში იტალიიდან ფრენების შეზღუდვა არ განიხილება.

“ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია. ჩვენ ვართ არა მხოლოდ შიდა უწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას ასრულებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ვარ მუდმივ კონტაქტზე სამეზობლო რეგიონში ჩემს კოლეგებთან. ამ მომენტში, ჩვენ არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები