ინფექციურში 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს – კორონავირუსზე პასუხი დღეს გახდება ცნობილი
ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც კორონავისურზე დიაგნოსტირების მიზნით ტესტი ჩაუტარდებათ, კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში გაგრძელდება და პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.