სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს.

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას რეგიონებში გამართული შეხვედრები შეაჯამა და სახელმწიფო პროექტებში ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები