ხვალ ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ფარგლებში საკონსულტაციო საბჭოს მე-6 სხდომა გაიმართება

28 თებერვალს ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ მე-6 საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ღონისძიებაში 13 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებან მონაწილეობას. მათ შორის,საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელი კლაუს- დიტერ ბორხეტი, იტალიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალესანდრა ტოდე და სხვა… ღონისძიებაში მონაწილეობს, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში კურტ დონელი.

მე-6 საკონსულტაციო საბჭოს დაესწრებიან ასევე, სერბეთის,ხორვატიის ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის და თურქმენეთის წარმომადგენლები. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იგეგმება ასევე მსოფლიო ბანკის,ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტუტუტების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტიც. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები