აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქის შესახებ, კოლეგებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ქართველ კოლეგებს დაუკავშირდა, რომ ირანიდან ქვეყანაში ჩასული საქართველოს მოქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

ამის შესახებ ადგილობრივ მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პარვიზ აბუბეკიროვმა განუცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მოლოდინია.

“ამჟამად ინფორმაცია მწირია. შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე გამოძიებას ჩავატარებთ”,-აღნიშნა აბუბეკიროვმა.

26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან 30 წლის საქართველოს მოქალაქე შემოვიდა, რომელსაც კორონავირუსი COVID 19 გამოუვლინდა. საქართველოს მოქალაქე სამარშუტო ტაქსიში იმყოფებოდა, მასთან მყოფ კიდევ ერთ მოქალაქემ ვირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა ის 2 კვირიან კარანტინზე მოათავსეს.

რაც შეეხებათ მებაჟეებს, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში აღმოჩნდნენ, ისინიც პრევენციისთვის კარანტინეზე არიან გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები