გიორგი გახარია კორონავირუსზე: საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, არ გვაქვს პანიკის საფუძველი

საქართველოში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მიერ. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად, ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორ მესაზღვრეებს ასევე საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები