სან-ფრანცისკოში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა ქალაქში არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

სან-ფრანცისკოს მერმა, ლონდონ ბროდმა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ადგილობრივი მედია მერის განცხადებას ციტირებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “მიუხედავად იმისა, რომ სან-ფრანცისკოში ვირუსის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის, გლობალური სურათი სწრაფად იცვლება და საჭიროა მზადყოფნის ამაღლება”.

აშშ-ში ჯამში კორონავირუსის 57 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 40 სამშობლოში საკრუიზო ლაინერ “Diamond princess”-დან იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები