ადვოკატი: რთულია ვთქვათ, რომ განაჩენს მივესალმებით, მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ ადამიანი, რომელმაც მძიმე დანაშაულში მიიღო მონაწილეობა გარეთ დადიოდეს
ძალიან რთულია ვთქვათ, რომ ამ განაჩენს მივესალმებით იმიტომ, რომ ამ განაჩენით კიდევ ერთი ახალგაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი, ნესტან ლონდარიძე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას.
“ძალიან რთულია ვთქვათ, რომ ამ განაჩენს მივესალმებით იმიტომ, რომ ამ განაჩენით კიდევ ერთი ახალგაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება. კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ არც „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და არც დაზარალებულის პოზიცია ის არ არის, რომ უდანაშაულო პირი მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ მძიმე დანაშაულში მიიღო მონაწილეობა გარეთ დადიოდეს”, – განაცხადა ლონდარიძემ.