ნიუ-დელიში არეულობის დროს, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 90-მდე დაშავდა

ნიუ-დელიში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 90-მდე დაშავდა.

გაზეთ Dawn-ის ინფორმაციით, არეულობა ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

აქციის მონაწილეები მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებას აპროტესტებდნენ.

ინდოეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არამუსლიმი-ლტოლვილები, ინდოეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამშობლოში დევნის ობიექტი არიან.

კანონის გამო უკმაყოფილება ინდოელმა მუსლიმებმა გამოთქვეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონში შესწორება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან ადამიანებს რელიგიური ნიშნით აკნინებს.

უკმაყოფილება ასევე ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შტატების მოსახლეობამაც გამოთქვა, რომლებიც თვლიან, რომ ამიერიდან მათ რეგიონებში მილიონობით ბანგლადეშელი ლეგალურად დასახლდება, რაც ადგილობრივების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები