პაატა იმნაძე მატარებლის ინციდენტზე: ჩინეთის მოქალაქეები 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ

უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა, – ასე გამოეხმაურა “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელთან დაკავშირებულ შეფერხებას.

“უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანდისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია”,- წერს იმნაძე.

ცნობისთვის, ​კორონავისურის ეჭვის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. მიზეზი ჩინეთის ორი მოქალაქეა, რომელიც მატარებელში იმყოფება. მგზავრების ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ სურდო. სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები