დავით მათიკაშვილი: “ფეიკ ნიუსი” მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენთან ის განსაკუთრებულად ბინძური კამპანიის და ტყუილების სახით გვხვდება

,,ფეიკ ნიუსი’’ – ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენთან ის განსაკუთრებულად ბინძური კამპანიის და ტყუილების სახით გვხვდება, – უფრო პოლიტიკური მიზნის არსებობის შემთხვევაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” ტელევიზია უკადრებელს კადრულობს.

,,ფეიკ ნიუსი’’ – ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენთან ის განსაკუთრებულად ბინძური კამპანიის და ტყუილების სახით გვხვდება, – უფრო პოლიტიკური მიზნის არსებობის შემთხვევაში.

პირველ რიგში ღრმა პატივისცემა ყველა ჟურნალისტს, მათ შორის უკიდურესად ტენდენციურსაც კი. თუმცა ტენდენციურობისგან ტყუილების თქმა რადიკალურად განსხვავდება.

ნაცმოძრაობის ტელევიზია უკადრებელს კადრულობს…

ჩემზე და ჩემს ოჯახზე მომზადებული ბოლო სიუჟეტიდან ტყუილების საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც კმარა, რომელზეც სიუჟეტის დიდი ნაწილი იყო აწყობილი – საადვოკატო ფირმას, რომელზეც ავტორი საუბრობდა, ათი წელია საერთოდ არ უფუნქციონირია და შესაბამისად ბრუნვაც არ უფიქსირდება, არც ერთი თეთრი! კომპანია დღეს სხვისი საკუთრებაა, თუმცა ვიმეორებ, ათი წელია კომპანია არ ფუნქციონირებს!

მოკლედ რომ ვთქვა, მათ მიერ მიერ მომზადებული სიუჟეტის ყველა პუნქტი, რომელიც მაყურებელს უქმნიდა რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შთაბეჭდილებას, არის ტყუილი ან დამახინჯებული ფაქტი. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ ნაწილი, არამედ აბსოლუტურად ყველა პუნქტი. თან შეგნებულად და არა შეცდომით, რადგან ყველა იმ დოკუმენტზე, მათ შორის ჩემს დეკლარაციაზე, აქვთ წვდომა, საიდანაც შეიძლება ყველაფერი ამომწურავად გაიგო! სხვა დეტალებზე აღარ დაგღლით.

გასაგებია, რომ ყველამ იცის ამ ტელევიზიის სტილი – ტყუილი, ცილისწამება, ,,გაშავება’’ – ეს არა მხოლოდ ადამიანის რეპუტაციის შელახვისკენ, არამედ ოჯახის, შვილების ფსიქიკაზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული.
ამას ჟურნალისტიკა არ ჰქვია, ეს ბოროტებაა, რომელიც ამ ქვეყანაში არ გავა და სიმართლე ამ ჯერზეც (და რა თქმა უნდა, ყოველთვის) გაიმარჯვებს!”, – წერს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები