ვანო მაჭავარიანი: ტელევიზიების მიერ წარმოდგენილ დავალიანების დაფარვის გრაფიკს სავარაუდოდ დავთანხმდებით
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დავალიანების მქონე ტელევიზიებმა უკვე წარმოადგინეს ამ ვალის დაფარვის გრაფიკი, რომელიც განხილვის პროცესშია.
„პატარა, საშუალო, რეგიონალური – ყველა ტელევიზია ერთი და იგივე მდგომარეობაში ჩადგა. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, მსხვილმა ტელევიზიებმა, რომელთაც ძველი დავალიანებები ჰქონდათ წარმოადგინეს 5-წლიანი გეგმა თანაბარი გადახდით, დიდი ალბათობით, ამ პირობებს დავეთანხმებით“, – აცხადებს მაჭავარიანი.
მინისტრის შეფასებით, პატარა ტელევიზიების კრიტიკის მიუხედავად შესაძლებელია თქვას, რომ ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა.