თბილისის ისტორიის მუზეუმში ია მჭედლიშვილის გამოფენა “მიგდებული მეხსიერება” გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში ია მჭედლიშვილის გამოფენა “მიგდებული მეხსიერება” 26 თებერვალს გაიხსნება.

ია მჭედლიშვილი ქაღალდის ფიგურების სახით წარმოადგენს ისტორიულ ცნობიერებას, კერძოდ, გასული საუკუნის პირველ ნახევარს. ავტორი თვლის, რომ იმ პერიოდთან დაკავშირებით, ჩვენი მეხსიერება დანაწევრებული, გაფანტული და ბუნდოვანია და არ ქმნის ერთიან ფორმასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე.

გამოფენა 10 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები