“დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტის თავმჯდომარის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების გადადგომას ითხოვენ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა განაცხადეს.
„არავინ არ აპირებდა აქ ვინმეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მოვედით კითხვების დასასმელად, სასაუბროდ. იცით ყველამ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც ჯანდაცვის კომიტეტში, ისე აქ. მოიყვანეთ მინისტრი, კითხვები დავუსვათ, პასუხები გაგვცეს, რას მაიმუნობთ, ვერ გავიგე. სამარცხვინოა უბრალოდ ეს ყველაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ორი მინისტრი უნდა გადადგეს დღესვე“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქციის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა და განმარტა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივა.