სერბეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია – “Georgia – Travel Destination” გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ბალკანეთის რეგიონის ტურისტული ოპერატორების და მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია – “Georgia – Travel Destination” გაიმართა.

ღონისძიება სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ გახსნა. პრეზენტაციის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღვინის, სამზარეულოსა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.

ღონისძიების შემდეგ სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტურისტული და ღვინის საერთაშორისო გამოფენა ბელგრადში 20-23 თებერვალს ჩატარდა. მასში 40 ქვეყნის 900-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გამოფენაზე პირველად იყვნენ წარმოდგენილი საქართველოდან ღვინისა და ტურისტული კომპანიები.

ქართული კუთხე სხვა დამთვალიერებლებთან ერთად ასევე მოინახულეს ბელგრადში მყოფმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანებისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, ზორან ჯორჯევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები