ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ორ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, ე.ი. არ უჭირთ ისე, როგორც უწინ
ვიცით, რომ ყველაფერი კარგად არ არის ეკონომიკაში, მაგრამ, ვხედავთ, რომ წინსვლა მაინც არის, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში შარშან ორ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, ე.ი არ უჭირთ ისე, როგორც უწინ იყო.
“საქსტატის მიხედვით, ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში შარშან ორ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს.
ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, ეს არც პირველადი მოხმარების პროდუქტია, არც გრძელვადიანი მოხმარების საქონელი. მოგზაურობს არის გართობა და არა აუცილებელი ხარჯი.
ხოდა, ორ მილიარდს რომ ხარჯავენ ქართველები ამ საქმეში, ეს იგი არ უჭირთ ისე, როგორც უწინ იყო.
ვიცით, რომ ყველაფერი კარგად არ არის ეკონომიკაში, მაგრამ, ვხედავთ, რომ წინსვლა მაინც არის,” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.