საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ ავსტრალიური მედია წერს

ავსტრალიურ მედიასაშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.”- აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიებში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო („გრუ”) დაადანაშაულა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დესტაბილიზაციას.

სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები