საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ბრიტანული მედია ეხმიანება

BBC, Emerging-Europe, Ise, Silikon, Computing, Telegraph, Sky News, Reuters, Theregister 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო და კერძო, ასევე მედიასაშუალებების ვებგვერდზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას ეხმიანებიან.

სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დიდმა ბრიტანეთმა და საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს წინააღმდეგ, გასულ წელს, არაერთი მნიშვნელოვანი კიბერთავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა “გრუ”- ს, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურს დააკისრეს.

ბრიტანული მედია წერს, რომ ყველაზე დიდმა შეტევამ, 28 ოქტომბერს, ათასობით ვებგვერდი დააზიანა და ორმა ტელევიზიამ „იმედმა” და „მაესტრო”-მ რამდენიმე საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტეს.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (NCSC) განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე GRU იყო “თითქმის ნამდვილად” (95 პროცენტზე მეტით) პასუხისმგებელი. მათივე განცხადებით, აღნიშნული შეტევები არის რუსეთის მიერ განხორციელებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ.

აქვე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიბერშეტევები განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვისა და ქართველი ხალხის ცხოვრების განადგურების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები