ირანში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ირანში კორონავირუს COVID 19-ს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, და შესაბამისად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯახანპურმა განაცხადა.

ქვეყანაში, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა ქალაქ კუმში დაფიქსირდა.

20 თებერვალს ქალაქი სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რეზა გადირმა განაცხადა, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკული არ არის, პანიკის საფუძველი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები