კახა კალაძე: საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, თუ ვისგან მოდიოდა ეს კიბერშეტევა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოძიების წარმართვა. მინდა, მადლობა გადავუხადო უწყებას, რომლიც ჩართული იყო გამოძიების დეტალებში და ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, თუ ვისგან მოდიოდა ეს შეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები