თბილისის ისტორიის მუზეუმში ქეთი ბათიაშვილისა და თეონა პაიჭაძის გამოფენა – “რეისი 4 დეკემბერი“ გაიხსნება
25 თებერვალს თბილისის ისტორიის მუზეუმში ქეთი ბათიაშვილისა და თეონა პაიჭაძის გამოფენა, სახელწოდებით ,,რეისი 4 დეკემბერი“ გაიხსნება.
გამოფენა, განსხვავებული ხედვის, მსოფლმხედველობის, ბიოგრაფიის და სტილის ორ მხატვარს ბავშვობისა და პროფესიად ქცეული ერთი გზის, ერთი დაბადების დღის, ერთი რეისის ირგვლივ აერთიანებს.
ამ პირობით ,,რეისზე“ ყველაფერია: მიზნები, კონტრასტები, თანხვედრა და დაპირისპირება. ავტორები გვიწვევენ მოგზაურობაში, რომელიც არ ჩერდება, მხოლოდ ხედვას იცვლის, მთავარია არ ამოიწუროს ინტერესი. ,,თუ წინააღმდეგობა არ არის – არ იხატება, თუ სხივი არ ჭრის ჩრდილს – ტილო არ იკითხება“ – ამბობენ ავტორები ქეთი ბათიაშვილი და თეონა პაიჭაძე.
გამოფენა 10 მარტამდე გაგრძელდება.