ლატვიის საგარეო უწყება: ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას და ვგმობთ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევას

ლატვია უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას და გმობს მასშტაბურ კიბერთავდასხმას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო და კერძო სექტორების, ასევე მედიის ვებგვერდებზე განხორციელდა.

ამის შესახებ ლტვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლატვია იზიარებს იმ მოსაზრებას, რომელიც გამოთქმულია საქართველოს, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს განცხადებებში, რომლებშიც კიბერიერიშს მიაკუთვნებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოს და ასევე, ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერა.

ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევასა და საერთაშორისო ნორმების გამოყენებას. კიბერსაქმიანობა ემუქრება თავისუფალ, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცეს. ლატვია გააგრძელებს ყველა მოკავშირესთან და პარტნიორთან თანამშრომლობას და ისწრაფვის კიბერისვრცეში უსაფრთხოების ერთობლივი განმტკიცებისკენ მომავალი კიბერიერიშების აღკვეთისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები