“გალტ & თაგარტი” Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
“გალტ & თაგარტმა” Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი “გალტ & თაგარტი” ზედიზედ მეექვსედ გახდა.
„Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. “გალტ & თაგარტი” სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა “გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.
“საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს”, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
R