კანადაში რუსეთის საელჩო: საქართველოში მომხდარ კიბერშეტევაზე კანადის საგარეო უწყების განცხადება რუსოფობური და ყალბია

ოტავაში რუსეთის საელჩო რუსოფობურს და ყალბს უწოდებს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში 28 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას.

კანადის საგარეო პოლიტიკური უწყების კომუნიკეში ნათქვამია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ხაკერული თავდასხმები „საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის მორიგი მცდელობა იყო“.

“რუსოფობური სიცრუისა და სიყალბის კიდევ ერთი ნაწილია, რომელსაც ოტავა თბილისთან და ვაშინგტონთან ერთად ავრცელებს. ეს პოლიტიკა, რომელიც რუსეთ-კანადის ისედაც სუსტი ურთიერთობის კიდევ უფრო დეგრადაციისკენ არის მიმართული – სამწუხარო და დასაგმობია“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები