დავით სონღულაშვილი: აბსოლუტურად ვემხრობი დედოლარიზაციის სტრატეგიას – მნიშვნელოვანია, რომ დოლარზე დამოკიდებულება იყოს მინიმალური

,,აბსოლუტურად ვემხრობი დედოლარიზაციის სტრატეგიას. მნიშვნელოვანია, რომ დოლარზე დამოკიდებულება იყოს მინიმალური”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკანონდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვა სესხების გაცემის ნაწილზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მსჯელობა გაიმართა.

,,თუმცა, მაინც ვფიქრობ, იმისთვის, რომ ლარზე წნეხი შემცირდეს, დეპოზიტების წახალისებაც მნიშვნელოვანი ნაწილია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და საინტერესოა, ახლა როგორია თქვენი პოზიცია?”, – მიმართა ფინანსთა მინისტრს დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები