რატი იონათამიშვილი ფინანსთა მინისტრს – კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგრესი შეუქცევადი იყოს
კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგრესი შეუქცევადი იყოს?, – ამ კითხვით პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა.
იონათამიშვილმა გაიხსენა რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული დასკვნა, სადაც საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურად არის შეფასებული, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის და ასევე, დასავლელი ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია.