თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი არის “მეტრუპე”, შესაბამისად, არ შეიძლება, “მეტრუპე” ვინმეს თავისთან უნდოდეს
ვანო მერაბიშვილი არის “მეტრუპე”, შესაბამისად, არ შეიძლება, “მეტრუპე” ვინმეს უნდოდეს თავისთან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა.
“როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ბატონ ვანო მერაბიშვილს მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს რომ ის რეალურად, ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის ალბათ არ უნდა. როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენეთ ერთ ვიდეოში, არის “მეტრუპე”. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ მეტრუპე ვინმეს უნდოდეს თავისთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.