გიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გუშინ, გუშინწინ ის ხალხი, რომლებიც სხვა პოზიციებზე ვიყავით ან ხვალ ვიქნებით სხვადასხვა პოზიციებზე, ჩემი ძველი მეგობრები თუ არამეგობრებიც, რომ ამგვარი სცენარი, რაც მერაბიშვილის და სხვების შემთვევაში მოხდა, არასოდეს, არცერთ შემთხვევაში, საქართველოში, რაც არ უნდა გვძულდეს, აღარ მოხდეს. ვანო მერაბიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”,- განაცხადა ბოკერიამ.

ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები