ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა
„უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამას სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვის კლებაც მოჰყვება.
„უმუშევრობა საქართველოში სტაბილურად მცირდება და 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით 11.6 პროცენტი შეადგინა.
ამას არაპირდაპირ მიჰყვება სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვის კლებაც. ეს რიცხვი ორჯერ არის შემცირებული ბოლო წლებში და დადასტურებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის მინიმუმზეა და ალბათ კიდევ განაგრძობს შემცირებას, თუკი ეკონომიკის სტაბილური განვითარება გაგრძელდა.
პირველად, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ასევე ეკონომიკის განვითარების პოზიტიური სიგნალია.
აი, ეს აინტერესებს ამომრჩეველს და არა უაზრო და არაადეკვატური აქცია-პერფორმანსები, რომლებსაც უკვე ყოველ კვირა ვხედავთ ქუჩებში”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.